ბორცვი
- tuber calcanei ქუსლის ბორცვი; ქუსლის ძვლის უკანა-ქვემო ნაწილი, რომელსაც უმაგრდება აქილევსის მყესი
- tuber cinereum რუხი ბორცვი; ჰიპოთალამუსის ნაწილი – კენტი ბორცვი დიდი ტვინის ქვემო ზედაპირზე მხედველობის ჯვარედინსა და დვრილისებრ სხეულებს შორის; წარმოადგენს მესამე პარკუჭის ქვემო კედლის გამონაზნექს, რომელიც ძაბრით დაკავშირებულია ჰიპოფიზის უკანა წილთან; მასში განლაგებულ ბირთვებს ბორცვის ბირთვებს უწოდებენ – nuclei tuberales. რუხ ბორცვში მოთავსებულია უმაღლესი ვეგეტაციური ცენტრები, რომლებიც, კერძოდ, მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე და სითბოს რეგულაციაზე.
- tuber frontale შუბლის ბორცვი; წყვილი ბორცვი შუბლის ძვლის ქიცვის წინა ზედაპირზე, შუა ხაზის გვერდებზე.
- tuber ischiadicum საჯდომი ბორცვი; კუკუხო; მოთავსებულია საჯდომი ძვლის სხეულისა და ტოტის შეერთების კუთხეში.
- tuber maxillae ზედაყბის ბორცვი; ზედაყბის სხეულის საფეთქელქვედა ზედაპირზე.
- tuber parietale თხემის ძვლის ბორცვი
- tuber vermis ჭიის ბორცვი; ნათხემის ჭიის წილაკი ჭიის ფოთოლსა და პირამიდას შორის; შეესაბამება ნათხემის ჰემისფეროს ქვემო ნახევარმთვარისებრ წილაკს.
- tuberalis, - e ბორცვისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.