A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

TA TE TH TI TO TR TU TY
TUB TUN TUR

tuberculum, - i

L.
საშ. სქ.
პატარა ბორცვი, ბორცვი
 
tuberculum adductorium მომზიდველი ბორცვი; მცირე შემაღლება ბარძაყის მედიალური როკის ზემოთ, რომელსაც უმაგრდება დიდი მომზიდველი კუნთის ნაწილი.
tuberculum anterius et posterius (vert. cerv.) კისრის მალების წინა და უკანა ბორცვი; განივი მორჩის ბორცვები სპინალური ნერვის ღარის წინ და უკან.
tuberculum anterius thalami მხედველობის ბორცვის წინა ბორცვი; შეიცავს წინა ბირთვს.
tuberculum articulare სასახსრე ბორცვი; საფეთქლის ძვლის ბორცვი ქვედაყბის ფოსოს წინ.
tuberculum auriculae ყურის ნიჟარის ბორცვი; მომცრო შემაღლება ჭავლზე, მის ზემო და უკანა ნაპირებს შორის. (Darvini).
tuberculum caroticum საძილე ბორცვი; კისრის VI მალის განივი მორჩის კარგად გამოხატული წინა ბორცვი; მასზე შეიძლება საერთო საძილე არტერიის მიბჯენა სისხლის დენის დროს. (Chassaignaci)
tuberculum conoideum კონუსისებრი ბორცვი; მდებარეობს ლავიწის აკრომიული ბოლოს ქვემო ზედაპირზე, ტრაპეციული ხაზის მედიალურად; მას უმაგრდება კონუსისებრი იოგი.
tuberculum corniculatum რქისებრი ბორცვი; ბორცვი ციცხვ-ხორხსარქვლის ნაოჭის უკანა ბოლოზე; გამოწვეულია მის სისქეში მდებარე რქისებრი ხრტილით. (Santorini).
tuberculum (coronae) dentis კბილის (გვირგვინის) ბორცვი; ბორცვი კბილის გვირგვინის ენისმხრივ ზედაპირზე, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია ზედა ეშვებზე.
tuberculum costae ნეკნის ბორცვი; ნეკნის გარეთა ზედაპირის შემაღლება, ყელისა და სხეულის საზღვარზე; აღჭურვილია სასახსრე ზედაპირი და ენაწევრება სათანადო მალის განივ მორჩს. XI და XII ნეკნებს ბორცვები არ გააჩნიათ.
tuberculum cuneiforme სოლისებრი ბორცვი; ციცხვ-ხორხსარქვლის ნაოჭის ბორცვი რქისებრი ბორცვის წინ; გამოწვეულია ამ ნაოჭის სისქეში მდებარე სოლისებრი ხრტილით. (Wrisbergi).
tuberculum epiglotticum ხორხსარქვლის ბორცვი; შემაღლება ხორხსარქვლის უკანა ზედაპირის ქვედა ნაწილში.
tuberculum irfraglenoidale ქვედასასახსრე ბორცვი; მდებარეობს ბეჭის ლატერალური კიდის ზედა ბოლოში, სასახსრე ფოსოს ქვეშ; მხრის სამთავა კუნთის გრძელი თავის დაწყების ადგილი (BNA – tuberositas infraglenoidalis).
tuberculum intervenosum ვენათაშორისი ბორცვი; შემაღლება მარჯვენა წინაგულის უკანა კედლის შიგნითა ზედაპირზე, ზემო და ქვემო ღრუ ვენების ხვრელებს შორის. (Loweri).
tuberculum jugulare საუღლე ბორცვი; მდებარეობს კეფის ძვლის შიგნითა ზედაპირზე, სიგმოიდური სინუსის ღარის წინ და მედიალურად.
tuberculum majus et minus დიდი და მცირე ბორცვი; მოთავსებული არიან მხრის ძვლის ზემო ბოლოს წინა ლატერალურ ზედაპირზე, ბორცვთაშუა ღარის გვერდებზე.
tuberculum mentale ნიკაპის ბორცვი; მომცრო წყვილი ბორცვი ქვედაყბის სხეულის წინა ზედაპირზე, ნიკაპის შემაღლების გვერდებზე.
tuberculum musculi scaleni anterius წინა კიბისებრი კუნთის ბორცვი; წინა კიბისებრი კუნთის მიმაგრების კვალი პირველი ნეკნის ზემო ზედაპირის წინა ნაწილში, ლავიწქვეშა არტერიისა და ვენის ღარებს შორის (BNA – tuberculum scaleni, Lisfranci).
tuberculum nuclei cuneati სოლისებრი ბირთვის ბორცვი; შემაღლება მოგრძო ტვინის დორსალურ ზედაპირზე სოლისებრი კონის ზედა ბოლოში; გამოწვეულია მის სისქეში მდებარე სოლისებრი ბირთვით.
tuberculum nuclei gracilis ნაზი ბირთვის ბორცვი; შემაღლება მოგრძო ტვინის დორსალურ ზედაპირზე ნაზი კონის ზედა ბოლოში; გამოწვეულია მის სისქეში მდებარე ნაზი ბირთვით (BNA – clava).
tuberculum pharyngeum ხახის ბორცვი; შემაღლება კეფის ძვლის ძირითადი ნაწილის გარეთა ზედაპირზე.
tuberculum pubicum ბოქვენის ბორცვი; მომცრო შემაღლება ბოქვენის ძვლის ქედის მედიალური ბოლოზე; საზარდულის იოგის მიმაგრების ადგილი.
tuberculum sellae კეხის ბორცვი; სოლისებრი ძვლის სხეულის შემაღლება, რომლითაც წინიდან მოსაზღვრულია თურქული კეხი.
tuberculum supraglenoidale ზედასასახსრე ბორცვი; მდებარეობს ბეჭის ძვლის სასახსრე ფოსოს ზემოთ; ამ ბორცვიდან იწყება ორთავა კუნთის გრძელი თავის მყესი.
tuberculum thyroideum inferius et superius ქვემო და ზემო ფარისებრი ბორცვი; მოთავსებული არიან ფარისებრი ხრტილის გარეთა ზედაპირზე; ირიბი ხაზის ზედა და ქვედა ბოლოებზე.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9