ხორკლიანობა, ხორკლიანი ბორცვი, ხორკლი
- tuberositas deltoidea დელტისებრი ხორკლი; ხორკლიანი არე მხრის ძვლის ლატერალური ზედაპირის ზედა მესამედში, რომელსაც უმაგრდება დელტისებრი კუნთი.
- tuberositas glutea დუნდულოვანი ხორკლი; ხორკლიანი მიდამო ბარძაყის ძვლის უკანა ზედაპირის ზედა ნაწილში, ხორკლიანი ხაზის ლატერალური ბაგის პროქსიმალურად; მას უმაგრდება დიდი დუნდულა კუნთი.
- tuberositas iliaca თეძოს ხორკლი; ხორკლიანი არე თეძოს ძვლის ფრთის გავა-მენჯისმხრივ ზედაპირზე, ყურისებრი ზედაპირის ზემოთ.
- tuberositas musculi serrati anterioris წინა დაკბილული კუნთის ხორკლი; წინა დაკბილული კუნთის მიმაგრების კვალი მეორე ნეკნის გარეთა ზედაპირზე. (BNA – tuberositas costae II).
- tuberositas ossis cuboidei კუბოიდური ძვლის ხორკლი; შემაღლება კუბოიდური ძვლის პლანტარულ ზედაპირზე, მცირე წვივის გრძელი მყესის ღარის უკან.
- tuberositas masseterica საღეჭი ხორკლი; საღეჭი კუნთის მიმაგრების კვალი ქვედაყბის გარეთა ზედაპირზე.
- tuberositas ossis metatarsi I წინა ტერფის I ძვლის ხორკლი; მდებარეობს წინა ტერფის I ძვლის ფუძის პლანტარულ ზედაპირზე; მას უმაგრდება მცირე წვივის გრძელი კუნთის მყესი.
- tuberositas ossis metatarsi V წინა ტერფის V ძვლის ხორკლი; მდებარეობს წინა ტერფის V ძვლის ფუძის პლანტარულ ზედაპირზე; მას უმაგრდება მცირე წვივის მოკლე კუნთის მყესი.
- tuberositas ossis navicularis ნავისებრი ძვლის ხორკლი; მდებარეობს ნავისებრი ძვლის პლანტარული ზედაპირის მედიალურ ნაწილში; მას უმაგრდება დიდი წვივის უკანა კუნთის მყესი.
- tuberositas phalangis distalis დისტალური ფალანგის ხორკლი; ხელისა და ფეხის თითის დისტალური ფალანგის ხორკლი, შესაბამისად მათ და პლანტარულ ზედაპირზე. (BNA – tuberositas unguicularis).
- tuberositas pterygoidea ფრთისებრი ხორკლი; მედიალური ფრთისებრი კუნთის მიმაგრების კვალი ქვედაყბის კუთხის შიგნითა ზედაპირზე.
- tuberositas radii სხივის ხორკლი; შემაღლება სხივის ძვლის სხეულის ზედა ბოლოში, უშუალოდ სხივის ყელის ქვეშ; მას უმაგრდება მხრის ორთავა კუნთის მყესი.
- tuberositas sacralis გავის ხორკლი; მდებარეობს გავის ყურისებრი ზედაპირის ზემოთ და უკან; მას უმაგრდება გავა-თეძოს ძვალთაშუა იოგი.
- tuberositas tibiae დიდი წვივის ხორკლი; მდებარეობს დიდი წვივის ზედა ბოლოს წინა ზედაპირზე; მას უმაგრდება კვირისტავის იოგი.
- tuberositas ulnae იდაყვის ხორკლი; მდებარეობს იდაყვის ძვლის სხეულის პროქსიმალური ბოლოში, გვირგვინისებრი მორჩის ქვეშ; მას უმაგრდება მხრის კუნთი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.