მილაკი
- tubuli renales თირკმლის მილაკები; თირკმლის ეპითელური მილაკები, რომლებიც ქმნიან თირკმლის სტრუქტურულ ერთეულებს-ნეფრონებს; თითოეული ნეფრონი შედგება თირკმლის სხეულისა, კლაკნილი და სწორი მილაკებისაგან
- tubuli renales contorti თირკმლის კლაკნილი მილაკები; ნეფრონის ფარგლებში თირკმლის მილაკი ორჯერ იკლაკნება; პროქსიმალური კლაკნილი მილაკი გორგლის კაფსულის უშუალო გაგრძელებაა. იგი გადადის სწორ მილაკში, რომელიც ქმნის მარყუჟს და გრძელდება დისტალურ კლაკნილ მილაკში. კლაკნილი მილაკები განლაგებული არიან თირკმლის ქერქოვან ნივთიერებაში.
- tubuli renales recti თირკმლის სწორი მილაკები; ნეფრონის ფარგლებში ეწოდება მილაკს, რომლითაც შეერთებულია კლაკნილი მილაკები და მილაკს, რომელიც დისტალურ კლაკნილ მილაკს აერთებს შემკრებ მილაკებთან, თირკმლის სწორი მილაკები განლაგებული არიან თირკმლის ტვინოვან ნივთიერებაში. (Ductus Bellini).
- tubuli seminiferi contorti თესლის კლაკნილი მილაკები; სათესლის ყოველ წილაკში მოთავსებულია 3-4 კლაკნილი მილაკი; წილაკის წვეროსთან კლაკნილი მილაკები ერთვიან ერთმანეთს და გადადიან თესლის სწორ მილაკებში; თესლის მილაკებში ხდება სპერმატოგენეზი.
- tubuli seminiferi recti თესლის სწორი მილაკები; მოკლე მილაკები, რომლებიც თესლის კლაკნილ მილაკებს აერთებენ სათესლის ბადესთან.
- tubulosus, - a, - um მილაკოვანი
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.