A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

TA TE TH TI TO TR TU TY
TUB TUN TUR

tunica, - ae

f.
Anat. გარსი
L.
ტუნიკა, ტოგის ქვეშ ჩასაცმელი
 
tunica adventitia ადვენტიციური გარსი; სისხლძარღვების, საყლაპავი მილის, შარდსაწვეთის, თესლის გამომტანი სადინარისა და სათესლე ბუშტუკის გარეთა, შემაერთებელქსოვილოვანი გარსი.
tunica albuginea თეთრი გარსი; სათესლის, ღრუბლისებრი სხეულისა და მღვიმოვანი სხეულების თეთრი, ფიბროზული გარსი.
tunica conjunctiva კონიუნქტივა; შემაერთებელი გარსი; ლორწოვანი გარსი, რომლითაც დაფარულია თვალის კაკლის წინა ნაწილი და უწყვეტად გადადის ქუთუთოების უკანა ზედაპირზე.
tunica dartos ხორციანი გარსი; სათესლე პარკის გლუვკუნთოვანი ბოჭკოებით უხვად აღჭურვილი კანქვეშა გარსი; ქმნის სათესლე პარკის ძგიდეს, რომელიც სრულად ყოფს პარკს ორ ნახევრად.
tunica fibrosa ფიბროზული გარსი; ღვიძლის, ელენთის, თირკმლისა და თვალის კაკლის ფიბროზული გარსი.
tunicae funiculi spermatici et testis სათესლის ბაგირაკისა და სათესლის გარსები; თუ თანმიმდევრულად მივყვებით გარედან შიგნით, სათესლისა და სათესლე ბაგირაკის საერთო გარსებია:
1. გარეთა სათესლე ფასცია, რომელიც მუცლის ზედაპირული ფასციის გაგრძელებაა;
2. სათესლის ამწევი კუნთის ფასცია, რომელიც ფეხთაშუა ფასციის გაგრძელებაა;
3. სათესლის ამწევი კუნთი, რომელიც მუცლის შიგნითა ირიბი და განივი კუნთების გაგრძელებაა;
4. ზოგ შემთხვევაში რჩება პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩის ნაშთი;
5. შიგნითა სათესლე ფასცია, რომელიც განივი ფასციის გაგრძელებაა;
6. სათესლის ბუდისებრი გარსი – სეროზული გარსი, რომელიც სათესლის დაშვების შემდეგ სრულად გამოეყოფა პერიტონეუმს და სათესლის გარშემო ქმნის პარიეტული და ვისცერული ფირფიტებისაგან შემდგარი დახშულ სეროზულ გარსს.
tunica intima უშინაგანესი გარსი, ინტიმა; სისხლისა და ლიმფური ძარღვების კედლის შიგნითა გარსი.
tunica media შუა გარსი; სისხლისა და ლიმფური ძარღვების კედლის შუა გარსი.
tunica mucosa ლორწოვანი გარსი; შედგება:
1. ეპითელური ფირფიტისაგან;
2. ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტისაგან, რომელიც აგებულია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან, და
3. ლორწოვანი გარსის კუნთოვანი ფირფიტისაგან, რომელიც აგებულია გლუვკუნთოვანი უჯრედების რამდენიმე შრით; წარმოადგენს საკვები არხის კედლის შიგნითა გარსს. აგებულებისა და ფუნქციის თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ; ცხვირის, პირის, ენის, ნაღვლის ბუშტის, საშვილოსნოს და დაფის ღრუს ლორწოვან გარსს.
tunica muscularis კუნთოვანი გარსი; ლულოვანი ან ღრუ ორგანოების კუნთოვანი გარსი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში აგებულია გლუვკუნთოვანი უჯრედებისაგან.
tunica serosa სეროზული გარსი; შედგება თხელი შემაერთებელ-ქსოვილოვანი საფუძვლისაგან, რომელიც დაფარულია მეზოთელიუმით; სეროზული გარსისაგან აგებულია პლევრა, პერიტონეუმი, სათესლის ბუდისებრი გარსი, სეროზული პერიკარდიუმი. ყველა შემთხვევაში სეროზული გარსი შედგება პარიეტული და ვისცერული ფირფიტისაგან, რომლებიც ერთმანეთში უწყვეტად გადადიან და ქმნიან სეროზულ პარკებს: პლევრის, პერიტონეუმის, სათესლის ბუდისებრი გარსისა და პერიკარდიუმის ღრუებს.
tunica vasculosa bulbi თვალის კაკლის სისხლძარღვოვანი გარსი; შედგება საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსისა – choroidea, წამწამოვანი სხეულისა და ფერადი გარსისაგან (BNA – turrica vasculosa oculi).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9