კამერა, სენაკი
- camera anterior bulbi თვალის კაკლის წინა სენაკი; ნამის შემცველი სივრცე, მოთავსებული რქოვანასა და ფერად გარსს შორის (BNA – camera oculi anterior).
- camera posterior bulbi თვალის კაკლის უკანა სენაკი; ნამის შემცველი სივრცე, რომელიც წინიდან მოსაზღვრულია ფერადი გარსით, უკანიდან კი – წამწამოვანი სარტყელით და ბროლით (BNA – camera oculi posterior).
- camera vitrea bulbi თვალის კაკლის მინისებრი სენაკი; მინისებრი სხეულის შემცველი სივრცე ბროლის უკან.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.