A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

CA CE CH CI CL CO CR CU CY
CAL CAM CAN CAP CAR CAU CAV

canaliculus, -i

m.
L. canalis არხი
მცირე არხი, მილაკი
 
canaliculus chordae tympani დაფის სიმის მილაკი; მდებარეობს საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილში; იწყება სახის ნერვის არხის დასწვრივი ნაწილიდან და იხსნება დაფის ღრუში.
canaliculus cochleae ლოკოკინას მილაკი; იწყება დაფის კიბის ძირში შიგნითა ნაჩვრეტით, თავსდება საფეთქლის ძვლის პირამიდის სისქეში და ლოკოკინას მილაკის გარეთა ნაჩვრეტით იხსნება პირამიდის უკანა კიდეზე. ლოკოკინას მილაკში მოთავსებულია პერილიმფის სადინარი.
canaliculus lacrimalis ცრემლის მილაკი; წყვილი მილაკი, რომლებიც დასაბამს იღებენ ცრემლის წერტილებიდან და იხსნებიან ცრემლის პარკში (BNA – ductus lacrimalis).
canaliculus mastoideus დვრილისებრი მილაკი; საფეთქლის ძვლის მილაკი, რომლითაც საუღლე ფოსო უერთდება დაფ-დვრილისებრ ნაპრალს. დვრილისებრ მილაკში მოთავსებულია ცთომილი ნერვის სენსორული ტოტი – ყურის ტოტი.
canaliculus tympanicus დაფის მილაკი; დასაბამს იღებს კლდოვან ფოსუკში ქვემო ნაჩვრეტით, გადაკვეთს დაფის ღრუს და ზემო ნაჩვრეტით იხსნება საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის წინა ზედაპირზე; შეიცავს დაფის ნერვს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9