თავი
- caput costae ნეკნის თავი; ნეკნის უკანა ბოლო (BNA – capitulum costae).
- caput epididymidis სათესლის დანამატის თავი; სათესლის დანამატის შემსხვილებული ზედა ნაწილი.
- caput femoris ბარძაყის თავი; ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ბოლო
- caput fibulae მცირე წვივის თავი; მცირე წვივის პროქსიმალური ბოლო
- caput humeri მხრის თავი; მხრის ძვლის პროქსიმალური ბოლო
- caput mallei ჩაქუჩის თავი; ენაწევრება გრდემლს (BNA – capitulum mallei).
- caput mandibulae ქვედაყბის თავი; ქვედაყბის სასახსრე მორჩის შემსხვილებული ბოლო (BNA – capitulum (proc. condyl.) mandibulae).
- caput nuclei caudati კუდიანი ბირთვის თავი; კუდიანი ბირთვის წინა შემსხვილებული ნაწილი
- caput pancreatis პანკრეასის თავი; მიმართულია თორმეტგოჯა ნაწლავისაკენ
- caput phalangis ფალანგის თავი; პროქსიმალური და შუა ფალანგების დისტალური ბოლოები (BNA – trochlea phalangis).
- caput radii სხივის თავი; სხივის შემსხვილებული პროქსიმალური ბოლო (BNA – capitulum radii).
- caput stapedis უზანგის თავი; ენაწევრება გრდემლის დინგს (BNA – capitulum stapedis).
- caput tali კოჭის თავი; მიმართულია წინ
- caput ulnae იდაყვის ძვლის თავი; იდაყვის შემსხვილებული დისტალური ბოლო (BNA – capitulum ulnae).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.