A B C D V
CA CE CH CI CL CO CR CU CY
CAL CAM CAN CAP CAR CAU CAV

capsula, -ae

f.
L. capsa ყუთი, კოლოფი
კაფსულა, ჩანთა, პარკი
 
capsula adiposa ცხიმოვანი კაფსულა; გარს ეკვრის თირკმელს.
capsula articularis სასახსრე ჩანთა; ჰერმეტიულად ხურავს სახსრის ღრუს; შედგება გარეთა ფიბროზული და შიგნითა სინოვიური ფირფიტებისაგან.
capsula externa გარეთა კაფსულა; თეთრი ნივთიერება, მოთავსებული ოსპისებრი ბირთვის ლატერალურ ზედაპირსა და ზღუდეს შორის
capsula fibrosa perivascularis პერივასკულური ფიბროზული კაფსულა; ღვიძლის შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა, რომელიც გარს ეკვრის ღვიძლს და პერიტონეუმის ქვეშ ქმნის ფიბროზულ გარსს; ღვიძლის კარით სისხლძარღვებთან და ნაღვლის სადინარებთან ერთად შედის ღვიძლის პარენქიმაში, თავსდება წილაკებს შორის და ქმნის ღვიძლის სტრომას (BNA – capsula fibrosa Glissoni).
capsula fibrosa ფიბროზული კაფსულა; 1. თირკმლის ფიბროზული კაფსულა, რომელიც უშუალოდ ეკვრის მას და ადვილად სცილდება 2. ფარისებრი ჯირკვლის ფიბროზული კაფსულა.
capsula glomeruli გორგლის კაფსულა; გარს ეკვრის თირკმლის გორგალს; შეიცავს ვიწრო ნაპრალს, შემოსაზღვრულს ორი კედლით და წარმოადგენს თირკმლის მილაკის გაფართოებულ ყრუ დასაწყისს (Schumljansky – Bowman).
capsula interna შიგნითა კაფსულა; თეთრი ნივთიერება, მოთავსებული ოსპისებრ ბირთვსა, კუდიანი ბირთვის თავსა და მხედველობის ბორცვს შორის.
capsula lentis ბროლის ჩანთა; უსტრუქტურო, გამჭვირვალე ფირფიტა მჭიდროდ გადაჭიმული ბროლზე.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9