კორძი
- caruncula lacrimalis საცრემლე კორძი; მომცრო, მოწითალო შემაღლება თვალის მედიალურ კუთხეში, რომელიც შეიცავს ცხიმოვან ქსოვილს და თებოს ჯირკვლებს; დაფარულია შემაერთებელი ქსოვილით.
- caruncula sublingualis ენისქვეშა კორძი; ენის ლაგამის გვერდებზე მდებარე ორი შემაღლება, სადაც იხსნებიან ქვედაყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლების სადინარები.
- carunculae hymenales საქალწულო კორძები; საქალწულო აპკის მომცრო ზომის, უსწორო ფორმის ნარჩენები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.