კუდი
- cauda equina რაშის კუდი; შედგება წელის, გავისა და კუდუსუნის სპინალური ნერვების ვენტრალური და დორსალური ფესვებისა და საბოლოო ძაფისაგან.
- cauda nuclei caudati კუდიანი ბირთვის კუდი; კუდიანი ბირთვის უკანა შევიწროებული ნაწილი.
- cauda pancreatis პანკრეასის კუდი; პანკრეასის ელენთისაკენ მიმართული ბოლო.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.