A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

CA CE CH CI CL CO CR CU CY
CAL CAM CAN CAP CAR CAU CAV

cavum, - i

L.
საშ. სქ.
ღრუ
 
cavum abdominis მუცლის ღრუ; ზემოდან მოსაზღვრულია შუასაძგიდით, წინიდან და გვერდებიდან – მუცლის სწორი და განიერი კუნთებით, უკანიდან – ხერხემლით, სუკის დიდი და კვადრატული კუნთებით; ქვემოთ გადადის მენჯის ღრუში.
cavum articulare სახსრის ღრუ; წარმოადგენს ჰერმეტიულად დახურულ ნაპრალისებრ სივრცეს, მოსაზღვრულს სასახსრე ზედაპირებით და სინოვიური ჩანთით. შეიცავს მცირე რაოდენობით სინოვიურ სითხეს. ზოგიერთ სახსრებში გვხვდება სახსარშიგა იოგები და ხრტილები.
cavum conchae ყურის ნიჟარის ღრუ
cavum dentis კბილის ღრუ. მოიცავს გვირგვინის ღრუსა და კბილის ფესვის არხს. კბილის ღრუში მოთავსებულია კბილის პულპა.
cavum epidurale ეპიდურალური სივრცე; მოთავსებულია მაგარ გარსსა და ხერხემლის არხის კედლებს შორის. შეიცავს ცხიმოვან ქსოვილს და ხერხემლის შიგნითა ვენურ წნულს.
cavum infraglotticum ყიასქვედა ღრუ; ხორხის ღრუს ნაწილი, რომელიც მდებარეობს ყიას ქვემოთ.
cavum laryngis ხორხის ღრუ; ზემოთ უერთდება ხახას, ქვემოთ კი გადადის სასულეში; შედგება სამი დანაყოფისაგან: ხორხის კარიბჭესა, ყიასა და ყიასქვედა ღრუსაგან.
cavum medullare ძვლის ტვინის ღრუ; ლულოვანი ძვლების ცილინდრული ფორმის ღრუ.
cavum nasi ცხვირის ღრუ
cavum oris პირის ღრუ; შედგება პირის კარიბჭესა და საკუთრივ პირის ღრუსაგან.
cavum pelvis მენჯის ღრუ; ქვემოდან დახურულია მენჯის შუასაძგიდით, ხოლო ზემოთ გადადის მუცლის ღრუში.
cavum pericardii პერიკარდიუმის ღრუ; მოთავსებულია სეროზული პერიკარდიუმის პარიეტულ და ვისცერულ ფირფიტებს შორის.
cavum peritonei პერიტონეუმის ღრუ; სეროზული ღრუ, მოთავსებული პერიტონეუმის ვისცერულ და პარიეტულ ფირფიტებს შორის.
cavum pharyngis ხახის ღრუ; დახშულია ზემოდან, უკანიდან და გვერდებიდან; კისრის VI მალის დონეზე გრძელდება საყლაპავ მილში; წინისკენ იხსნება ცხვირის, პირისა და ხორხის ღრუებში.
cavum pleurae პლევრის ღრუ; სეროზული სივრცე, მოთავსებული პარიეტულ და ვისცერულ პლევრას შორის.
cavum septi pellucidi გამჭვირვალე ძგიდის ღრუ; ვერტიკალურად მდებარე ვიწრო სივრცე გამჭვირვალე ძგიდის ორ ფირფიტას შორის (Ventriculus quintus; ventriculus Duncanii; cavum Vieussensi).
cavun subarachnoideale ქსელქვეშა სივრცე; მოთავსებულია ქსელისებრ და რბილ გარსებს შორის და შეიცავს თავ-ზურგის ტვინის სითხეს. (BNA – cavum subarachnoidale).
cavum thoracis გულმკერდის ღრუ; მოსაზღვრულია ნეკნებით, მკერდით, მალთა სვეტის გულმკერდის ნაწილით; ქვემოდან დახურულია შუასაძგიდით, ხოლო გულმკერდის ზემო შესავალი გახსნილია.
cavum trigeminale სამწვერა კვანძის ღრუ; იქმნება მაგარი გარსის გაორებით საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის წვეროსთან (cavum Meckeli).
cavum tympani დაფის ღრუ; მოთავსებულია საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის ფუძის სისქეში და ამოფენილია ლორწოვანი გარსით.
cavum uteri საშვილოსნოს ღრუ; ფრონტალურ განაკვეთზე სამკუთხედის ფორმისაა, რომლის ზედა კუთხეებში იხსნებიან საშვილოსნოს ლულები, ხოლო ქვედა კუთხე გრძელდება საშვილოსნოს ყელის არხში.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9