უჯრედი
- cellulae anteriores, mediae et posteriores წინა, შუა და უკანა უჯრედები; ცხავის ძვლის უჯრედები.
- cellulae mastoideae დვრილისებრი უჯრედები; დვრილისებრი მორჩის ჰაერით სავსე მომცრო უჯრედები, რომლებიც უერთდებიან დაფის ღრუს.
- cellulae pneumaticae ჰაეროვანი უჯრედები; სასმენი ლულის ჰაეროვანი უჯრედები, რომლებიც მოთავსებული არიან შუა ყურში საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის სისქეში (BNA – cellulae pneumaticae tubariae).
- cellulae tympanicae დაფის უჯრედები; მომცრო ჰაეროვანი უჯრედები დაფის ღრუს ქვედა კედლის სისქეში.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.