თავისა
- vena cephalica თავის ვენა; შევარდენის ვენა; ზემო კიდურის კანქვეშა, სხივისმხრივი ვენა, რომელიც უერთდება იღლიის ვენას. თავის ტკივილის განკურნების მიზნით უწინ ამ ვენიდან უშვებდნენ სისხლს, რამაც განაპირობა მისი დასახელება. ამ ვენის მეორე დასახელებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ როდესაც მონადირე შევარდენს ისვამს წინამხარზე, შევარდენი თავისი კლანჭებით ეხება წინამხრის იმ უბანს, სადაც ძევს ეს ვენა.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.