ჰიაზმა, ჯვარედინი
- chiasma opticum მხედველობის ნერვის ჯვარედინი; შედის ჰიპოთალამუსის შემადგენლობაში და მდებარეობს დიდი ტვინის ქვემო ზედაპირზე, რუხი ბორცვის წინ. მხედველობის ნერვის ჯვარედინში გადაჯვარედინდებიან ბადურას მხოლოდ მედიალური ნახევრებიდან გამოსული ნერვული ბოჭკოები.
- chiasma tendinum მყესთა ჯვარედინი; იქმნება თითების ღრმა და ზედაპირული მომხრელი კუნთების მყესების გადაჯვარედინებით ხელის პროქსიმალური ფალანგის დონეზე.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.