ქორდა, სიმი
- chorda obliqua ირიბი სიმი; წარმოადგენს თხელ იოგს, რომელიც გადაჭიმულია იდაყვის გვირგვინისებრ მორჩსა და სხივის ხორკლს შორის.
- chorda tympani დაფის სიმი; წარმოადგენს შუამდებარე ნერვის ტოტს და შედგება პრეგანგლიონური პარასიმპატიკური და სენსორული ბოჭკოებისაგან; დაფის ღრუდან დაფ-კლდოვანი ნაპრალით გამოსვლის შემდეგ უერთდება ენის ნერვს; ატარებს სეკრეტორულ იმპულსებს ქვედაყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებისათვის და გემოვნების იმპულსებს ენის წინა ორი მესამედის ლორწოვანი გარსიდან.
- chordae tendineae მყესოვანი სიმები; მოთავსებული არიან გულის პარკუჭებში; დასაბამს იღებენ დვრილისებრი კუნთებიდან და უმაგრდებიან წინაგულ-პარკუჭის სარქვლის საგდულებს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.