რგოლი, რკალი, წრე
- circulus arteriosus cerebri დიდი ტვინის არტერიული წრე; მდებარეობს დიდი ტვინის ქვემო ზედაპირზე, ქსელქეშა სივრცეში. მის შექმნაში მონაწილეობენ შიგნითა საძილე არტერიები, წინა და უკანა შემაერთებელი არტერიები, დიდი ტვინის წინა არტერიების დასაწყისი მონაკვეთები და დიდი ტვინის უკანა არტერიები (BNA – circulus arteriosus Willisii).
- circulus arteriosus iridis major et minor ფერადი გარსის დიდი და მცირე არტერიული წრე; ფერადი გარსის წამწამოვან და გუგისმხრივ კიდეებთან მდებარე წრიული არტერიული ანასტომოზები.
- circulus articularis vasculosus სახსრის სისხლძარღვოვანი წრე; სისხლძარღვთა წრიული ანასტომოზები სასახსრე ჩანთის სინოვიურ ფირფიტაში, სასახსრე ხრტილების გარშემო.
- circulus vasculosus n. optici მხედველობის ნერვის სისხლძარღვოვანი წრე; იქმნება წამწამოვანი არტერიებისა და ბადურას ცენტრალური არტერიის ტოტების ანასტომოზებით მხედველობის ნერვის დისკოს გარშემო. (Halleri; Zinni).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.