A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

CA CE CH CI CL CO CR CU CY
CIL CIN CIR CIS

cisterna, - ae

f.
L.
ცისტერნა, აუზი
1. ქსელქვეშა სივრცის გაგანიერებული უბანი
2. ლიმფური ძარღვების გაგანიერებული მონაკვეთი
 
cisterna cerebellomedullaris ნათხემ-მოგრძო ტვინის აუზი; ქსელქვეშა სივრცის ყველაზე დიდი აუზია და მოთავსებულია ნათხემის ქვემო ზედაპირსა და მოგრძო ტვინის უკანა ზედაპირს შორის.
cisterna chiasmatis ჯვარედინის აუზი; მდებარეობს მხედველობის ნერვის ჯვარედინის წინ.
cisterna chyli წრბოლის ცისტერნა; მდებარეობს გულმკერდის XII, ან წელის I მალის წინა ზედაპირზე და წარმოადგენს გაგანიერებას გულმკერდის სადინარის დასაწყისთან. წრბოლის ცისტერნაში იხსნებიან წელისა და ნაწლავის ლიმფური ღეროები. (Pecqueti).
cisterna fossae lateralis cerebri დიდი ტვინის ლატერალური ფოსოს აუზი; ქსელქვეშა სივრცის გაგანიერება თანამოსახელე ფოსოში, დიდი ტვინის შუა არტერიის ტოტების გარშემო.
cisterna interpeduncularis ფეხთაშუა აუზი; ქსელქვეშა სივრცის გაგანიერება დიდი ტვინის ფეხთა შორის.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9