ბორცვი, გორაკი
- colliculus facialis სახის ნერვის ბორცვი; სახის ნერვის მუხლით გამოწვეული შემაღლება რომბისებრ ფოსოზე.
- colliculus inferior ქვემო გორაკი; შუა ტვინის სახურავის ორი ქვემო შემაღლება, რომლებიც წარმოადგენენ სმენის ქერქქვეშა ცენტრებს.
- colliculus superior ზემო გორაკი; შუა ტვინის სახურავის ორი ზემო შემაღლება, რომლებიც წარმოადგენენ მხედველობის ქერქქვეშა ცენტრებს.
- colliculus seminalis სათესლე გორაკი; მამაკაცის შარდსადენის წინამდებარე ნაწილის უკანა კედელზე მოთავსებული მომცრო შემაღლება, სადაც იხსნებიან მშხეპავი სადინარები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.