სვეტი
- columna anterior, lateralis et posterior წინა, ლატერალური და უკანა სვეტი; ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების სვეტები.
- columna fornicis თაღის სვეტი; თაღის წინა ნაწილი – წყვილი სვეტი, რომლებიც მიემართებიან წინ და ქვემოთ და მთავრდებიან დვრილისებრ სხეულებში. თაღის სვეტებით წინიდან მოსაზღვრულია პარკუჭთაშუა ხვრელები.
- columna rugarum anterior et posterior წინა და უკანა ნაოჭიანი სვეტი; საშოს ლორწოვანი გარსის განივი ნაოჭების სვეტები, საშოს წინა და უკანა კედელზე
- columna vertebralis ხერხემალი, ხერხემლის სვეტი
- columnae anales ყითას სვეტები; ყითას არხის კედლების ლორწოვანი გარსის გასწვრივი ნაოჭები (BNA – columnae rectales Morgagnii).
- columnae renales თირკმლის სვეტები; თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების ნაწილი, რომელიც შეჭრილია ტვინოვან ნივთიერებაში და მოთავსებულია თირკმლის პირამიდებს შორის. (Bertini).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.