შესართავი
- commissura alba თეთრი შესართავი; ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერების ზოლი, რომელიც მდებარეობს წინა რუხი შესართავის წინ (BNA – commissura anterior alba).
- commissura anterior წინა შესართავი; შედგება წინა და უკანა ნაწილისაგან. წინა ნაწილის ბოჭკოები აკავშირებენ ყნოსვის წილებს, უკანა ნაწილისა კი – პარაჰიპოკამპურ ხვეულებს. წინა შესართავის შუა მონაკვეთი შედის III პარკუჭის წინა კედლის შემადგენლობაში.
- commissura fornicis თაღის შესართავი; განივად მიმართული ბოჭკოები თაღის ფეხებს შორის, რომლებიც აკავშირებენ მოპირდაპირე მხრის ზღვის ცხენის ხვეულებს (BNA – commissura hippocampi. psalterium, lyra Davidis).
- commissura habenularum სადავეების შესართავი; მდებარეობს ჯალღუზისებრი სხეულის წინ. სადავეების შესართავის ბოჭკოები ერთმანეთთან აკავშირებენ მოპირდაპირე მხრის სადავეების ბირთვებს.
- commissura labiorum anterior et posterior სასირცხო ბაგეების წინა და უკანა შესართავი.
- commissura palpebrarum lateralis et medialis ქუთუთოების ლატერალური და მედიალური შესართავი.
- commissura posterior უკანა შესართავი; შედგება განივი ბოჭკოების მცირე კონებისაგან, რომლებიც მდებარეობენ III პარკუჭის უკანა კედელზე, დიდი ტვინის წყალსადენის ზემოთ.
- commissurae supraopticae სუპრაოპტიკური შესართავები; ამ დასახელებით გაერთიანებულია გუდენის, მეინერტისა და განზერის შესართავები; შედგება კომისურული ბოჭკოებისაგან, რომლებიც თავსდებიან მხედველობის ჯვარედინის ზემოთ და უკანა ნაწილში და ერთმანეთთან აერთებენ სუბთალამურ მიდამოებს, ზოლიან სხეულებს, ჰიპოთალამურ ბირთვებს და მედიალური დამუხვლილ სხეულებს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.