A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

CA CE CH CI CL CO CR CU CY
COC COL COM CON COR COS COT COX

conus, - i

m.
Gk.
კონუსი
 
conus arteriosus (infundibulum) არტერიული კონუსი (ძაბრი); გულის მარჯვენა პარკუჭის ფილტვის ღეროში გადასვლის ადგილი
conus elasticus ელასტიკური კონუსი; ხორხის ლორწოვანი გარსის ქვეშ მდებარე ელასტიკური აპკი, რომელიც გაჭიმულია ფარისებრ ხრტილსა, ციცხვისებრი ხრტილის მბგერავ მორჩსა და ბეჭდისებრი ხრტილის რკალს შორის. ელასტიკური კონუსის ზედა შემსხვილებული ნაპირი ქმნის მბგერავ იოგს.
conus medullaris ზურგის ტვინის კონუსი; ზურგის ტვინის ქვედა კონუსისებრი წაწვეტებული ბოლო წელის მეორე მალის დონეზე.
coni epididymidis (lobuli epididymidis) სათესლის დანამატის კონუსები (სათესლის დანამატის წილაკები); სათესლიდან გამოსული თესლის გამომტანი მილაკები (12-15 მილაკი) იკლაკნებიან და სათესლის დანამატის თავში ქმნიან კონუსებს, ანუ წილაკებს.
See also: membrana
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9