ქერქი, ქერქოვანი ნივთიერება
- cortex cerebelli ნათხემის ქერქი; შედგება მოლეკულური და მარცვლოვანი შრისაგან. განგლიონური შრე, რომელიც უწინ ცალკე იყო გამოყოფილი, ახლა განიხილება როგორც მოლეკულური შრის შემადგენელი ნაწილი.
- cortex cerebri დიდი ტვინის ქერქი; დიდი ტვინის ჰემისფეროების ზედაპირული რუხი ნივთიერება; შედგება შრეობრივად განლაგებული ნერვული უჯრედების სხეულებისა, ნაწილობრივ მათი მორჩებისა და ნეიროგლიისაგან; წარმოადგენს უმაღლესი ნერვული (ფსიქიური) მოქმედების ანატომიურ სუბსტრატს (BNA – substantia corticalis).
- cortex renis თირკმლის ქერქოვანი ნივთიერება; თირკმლის პარენქიმის პერიფერიული ნაწილი, რომელშიც მოთავსებული არიან თირკმლის სხეულაკები და კლაკნილი მილაკები (BNA – substantia corticalis).
- corticalis, - e. ქერქისა, ქერქოვანი
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.