ქედი
- crista ampullaris ამპულის ქედი; მდებარეობს აპკისებრი ნახევარრკალოვანი სადინარის ამპულის შიგნითა ზედაპირზე; შეიცავს სხეულის დინამიკური წონასწორობის აღმქმელ სენსორულ უჯრედებს, ნეიროეპითელიუმს, რომლებიც მარაგდებიან კარიბჭის ნერვის ბოჭკოებით.
- crista galli მამლის ბიბილო; ცხავის ძვლის პერპენდიკულარული ფირფიტის ზედა ნაწილი, რომელიც მდებარეობს ქალას წინა ფოსოს შუაში. მამლის ბიბილოს უმაგრდება მაგარი გარსის დიდი ნამგალი
- crista iliaca თეძოს ქედი; თეძოს ძვლის ფრთის ზემო კიდე
- crista infratemporalis საფეთქელქვედა ქედი; მდებარეობს სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის გარეთა ზედაპირზე, საფეთქლისა და საფეთქელქვედა ფოსოების საზღვარზე.
- crista supraventricularis პარკუჭზედა ქედი; მარჯვენა პარკუჭის კუნთოვანი ქედი, წინაგულ-პარკუჭის ხვრელსა და არტერიულ კონუსს შორის.
- crista terminalis სასაზღვრო ქედი: მარჯვენა წინაგულის კედლის კუნთოვანი ქედი, რომელსაც გარეთა ზედაპირზე შეესაბამება სასაზღვრო ღარი. ორივე წარმონაქმნი მიუთითებს ჩანასახში ვენური სინუსის მარჯვენა წინაგულში გადასვლის ადგილზე.
- crista urethralis შარდსადენის ქედი; ლორწოვანი გარსის გასწვრივი ნაოჭი შარდსადენის წინამდებარე ნაწილის უკანა კედელზე.
- crista vestibuli კარიბჭის ქედი; მდებარეობს ძვლოვანი კარიბჭის მედიალურ კედელზე; ყოფს კარიბჭის ღრუს ელიფსურ და სფერულ ჯიბეებად.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.