A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

CA CE CH CI CL CO CR CU CY
CRA CRE CRI CRU CRY

crus, cruris

L.
საშ. სქ.
წვივი, კანჭი, ფეხი
 
crus anterius capsulae internae შიგნითა კაფსულის წინა ფეხი; შიგნითა კაფსულის წინა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია კუდიან ბირთვსა და ოსპისებრი ბირთვის წინა ნაწილს შორის (BNA – pars frontalis).
crura membranacea აპკისებრი ფეხები; აპკისებრი ნახევარრკალოვანი სადინარების ფეხები.
crura ossea ძვლოვანი ფეხები; ძვლოვანი ნახევარრკალოვანი არხების ფეხები (BNA – crura ampullaria).
crus cerebri დიდი ტვინის კანჭი; დიდი ტვინის ფეხის – pedunculus cerebri ნაწილი, რომელიც მდებარეობს შავი ნივთიერების ვენტრალურად.
crus fornicis თაღის ფეხი; თაღის წყვილი ფეხი, რომლებიც მიემართებიან უკან და ქვემოთ გვერდითი პარკუჭების ქვემო რქებში, სადაც გადადიან ჰიპოკამპის ფოჩში.
crus penis ასოს ფეხი; მღვიმოვანი სხეულების უკანა წაწვეტებული ბოლოები, რომლებიც უმაგრდებიან ბოქვენისა და საჯდომი ძვლების ტოტებს.
crus posterius capsulae internae შიგნითა კაფსულის უკანა ფეხი; შიგნითა კაფსულის უკანა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია მხედველობის ბორცვსა და ოსპისებრი ბირთვის უკანა ნაწილს შორის (BNA – pars occipitalis).
cruralis, -e წვივისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9