L. decidere ჩამოვარდნა, დავარდნა დეციდუა, მოსავარდნი გარსი
- decidua basalis ბაზალური მოსავარდნი გარსი; ორსული საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ნაწილი, რომელზედაც უშუალოდ მოთავსებულია კვერცხუჯრედი (decidua serotina).
- decidua capsularis კაფსულური მოსავარდნი გარსი; საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ნაწილი, რომელიც ეკვრის კვერცხუჯრედს საშვილოსნოს ღრუს მხრიდან (decidua reflexa).
- decidua parietalis პარიეტული მოსავარდნი გარსი; საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ნაწილი, რომელიც არ არის დაკავშირებული კვერცხუჯრედთან (decidua vera).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.