A B C D V
DA DE DI DO DU
DIA DIE DIG DIL DIP DIS DIV

diaphragma, - tis

Gk.
საშ. სქ.
დიაფრაგმა, შუასაძგიდი; კუნთოვან-მყესოვანი ძგიდე გულმკერდისა და მუცლის ღრუს შორის
 
diaphragma pelvis მენჯის შუასაძგიდი; შედგება ყითას ამწევი და კუდუსუნის მარჯვენა და მარცხენა კუნთებისა და მენჯის შუასაძგიდის ზემო და ქვემო ფასციებისაგან; შარდსასქესო შუასაძგიდთან ერთად ქმნის მენჯის ძირს და იხვრიტება ყითას არხით.
diaphragma sellae თურქული კეხის შუასაძგიდი; წარმოადგენს კეხზე გადაჭიმულ მაგარი გარსის ფირფიტას, რომლის შუაში მოთავსებულია ხვრელი ტვინის დანამატის ძაბრისათვის.
diaphragma urogenitale შარდ-სასქესო შუასაძგიდი; წარმოადგენს ბოქვენისა და საჯდომი ძვლების ტოტებს შორის გაჭიმულ, ტრაპეციის ფორმის ფირფიტას, რომელიც შედგება შარდ-სასქესო შუასაძგიდის ზემო და ქვემო ფასციებისა და მათ შორის მდებარე შორისის ღრმა განივი კუნთისა და შარდსადენის სფინქტერისაგან. მამაკაცის შარდ-სასქესო შუასაძგიდი გახვრეტილია შარდსადენით, ქალისა კი – შარდსადენითა და საშოთი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9