დისკო
- discus articularis სასახსრე დისკო; ხრტილოვანი, იშვიათად ფიბროზული ფირფიტები, რომლებიც მოთავსებული არიან სახსრის ღრუში, სასახსრე ზედაპირებს შორის.
- discus interpubicus ბოქვენის ძვალთაშუა დისკო (BNA – lamina fibrocartilaginea interpubica).
- discus intervertebralis მალთაშუა დისკო; ბოჭკოვან-ხრტილოვანი დისკოები მალთა სხეულებს შორის (BNA – fibrocartilagines intervertebrales).
- discus n. optici მხედველობის ნერვის დისკო; მოთეთრო, მრგვალი ხალი თვალის ფსკერზე, ბადურას შიგნითა ზედაპირზე, რომელიც შეესაბამება მხედველობის ნერვის გამოსვლის ადგილს. ამ ტერმინმა შეცვალა ბაზელის ნომენკლატურის ტერმინი – papilla n. optici, ვინაიდან სინამდვილეში აქ არავითარ შემაღლებას ადგილი არა აქვს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.