A E

და დე დი დო დრ დუ დღ
დღი

დღის სიზმარი

G. Tagtraum

ფანტაზიის თავისებური ფორმა: დღისით, ღვიძილის დროს, დაწეული სიფხიზლის პირობებში, სუბ. ეთიშება სინამდვილეს და იწყებს თავის ცნობიერებაში თვალსაჩინო-ხატოვანი სურათების აგებას–ფანტაზირებას. ის ამას აკეთებს არა დასვენების, ან ძილის წინაპერიოდში, არამედ სისტემატურად, თითქმის მთელი დღე, რ-რც დასვენების დროს, ისე – მუშაობის პროცესში. ფანტაზიის მიმდინარეობა სიზმრის მსგავსია, მის შინაარსს შეადგენს ის, რაც სუბ-ს ყველაფერზე უფრო აწუხებს: სასურველი, მაგრამ მიუღწეველი მიზანი, არარეალიზებული სურვილები და მოთხოვნილებები. სუბ. ოცნებაში აგებს მთელ სცენებს, ეპიზოდებს, მოგონილი ამბების სერიებს. დ. ს-ის მსგავსი ფანტაზირებისადმი მიდრეკილება, გამონაკლისის სახით, ზოგჯერ, შეიძლება ყოველ ნორმალურ ადამიანსაც გაუჩნდეს, მაგრამ სისტემატური სახით იგი დამახ. „შიგნით მიმართული", აუტისტური ტიპის ინტროვერტული ად-ნისთვის; დამახ. აგრეთვე ახალგაზრდობის ასაკისთვის. დ. ს-ს კომპენსატორულ ფუნქციას მიაწერენ, ხოლო ფსიქოთერაპევტს ის საშუალებას აძლევს, ფანტაზიის შინაარსის ანალიზის საფუძველზე მიაგნოს დაავადების მიზეზს /ზ. ფროიდი/ იხ. ოცნება/

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9