ფს-გიაში ად.-ნის ხასიათის თვისება, რ-იც თავისი თავისკენ მიმართული სიყვარულის გრძნობისა და საკუთარი სარგებლიანობის საუძველზეა აღმოცენებული. აშკარად გამოვლენილი ეგოიზმის თვისების მქონე ადამიანს ეგოისტი ეწოდება. მას ახასიათებს თავისი თავის გადამეტებული პატივისცემა, პატივმოყვარეობა, მის ზრუნვის საგანს ყოველთვის და პირველ რიგში, საკუთარი პიროვნების კეთილდღეობა შეადგენს. იგი ცდილობს უპირველესად თავისი მოთხოვნილებები და სურვილები დააკმაყოფილოს, ყველაფერში უპირატესობას საკუთარ პიროვნებას აკუთვნებს, წინა პლანზე თავის ინდივიდუალობას აყენებს; სხვა ადამიანი, საზოგადოება, ერი, სახელმწიფო არ წარმოადგენენ მისთვის საკუთარ ინდივიდუალობაზე მაღლა მდგომ ღირებულებებს. მათ ღირებულება აქვთ იმდენად, რამდენადაც ისინი მისი პირადი ზრახვების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებებია; მათთვის მსხვერპლის გაღების მიზნით ის ნაბიჯს არ გადადგამს. ეგოისტი ადამიანის რწმენას გამოხატავს ქართული ანდაზა: „ჯერ თავო და თავო, მე- რე ცოლო და შვილო“.