საკუთარი პიროვნების დაყენება სამყაროს ცენტრში. ეგოცენტრული პიროვნება თავის მსჯელობებში და შეხედულებებში, გარემოსთან დამოკიდებულების საკითხებში თავისი საკუთარი მოთხოვნილებიდან და ინტერესებიდან გამოდის, ეგოისტი სუბიექტი ყოველთვის ეგოცენტრულია, მაგრამ ეგოცენტრიზმი ყოველთვის არ გულისხმობს ეგოიზმს, იგი უფრო მსოფლმხედველობრივი ცნებაა.
ბ-ვის ფს-გიაში: კონცეფცია ბ-ვის აზროვნებისა და მსოფლმხედველობის შესახებ ეკუთვნის ფრანგ ფს-გს ჟან პიაჟეს /დ. 1896 /. ამ კონცეფციის თანახმად, ბ-ვის აზროვნება 3–7 წლამდე ეგოცენტრულია, მისთვის უცხოა სხვის თვალსაზრისზე დგომა, მოვლენებს და საგნებს იგი მხოლოდ საკუთარი თვალსაზრისით განიხილავს და წვდება. მაგ., პიაჟეს თქმით: „ბ-ვმა იცის, რომ მას ძმები ჰყავს, მაგრამ ჰყავთ თუ არა მის ძმებსაც ძმა, ამას ვერ გეტყვით“. ე. ი. აზროვნებაში მას სხვის თვალსაზრისზე დგომა არ შეუძლია. პიაჟეს აზრით, ბ- ვის ეგოცენტრული მსოფლმხედველობისათვის და აზროვნებისათვის დამახასიათებელია: სინკრეტიზმი, პარტიციპაცია, ნაცვლად ნამდვილი კაუზალობისა, ანიმიზმი და არტიფიციალიზმი /იხ/.