მეტყველების თავისებური ფორმა, დამახასიათებელია ბ-ვის მეტყველებისათვის 7 წლის ასაკამდე. ცნობილია, რომ ბ-ვის მეტყველება, რ-რც მეტყველება საერთოდ, სოციალური კონტაქტის დამყარებას ემსახურება. მაგრამ შემჩნეულია, რომ ბ-ვი არა მარტო მაშინ მეტყველებს, როცა სხვას უზიარებს თავის აზრს, არამედ მაშინაც, როდესაც მარტოა: თავის თავს ელაპარაკება. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს თამაშის პროცესში, თითქოს აქ ბ-ვის მეტყველება მისი მოქმედების „აკომპანემენტს წარმოადგენს. ამ ფაქტს პირველად ჟან პიაჟემ მიაქცია ყურადღება და მას „ეგოცენტრული მეტყველება“ უწოდა.