| | |
1. ფს–გიაში ა. ეწოდება აზროვნების პროდუქტს, შედეგს, არათვალსაჩინო ცოდნას, ცნებას, ცნებათა სისტემას. ა თვალსაჩინო შინაარსს ( შეგრძნებას) არ შეიცავს, არც უბრალო წარმოდგენაზე დაიყვანება. დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენი ცნობიერება თვალსაჩინო შინაარსთა, შეგრძნებათა და წარმოდგენათა გარდა არათვალსაჩინო განცდებსაც შეიცავს, არათვალსაჩინო ც ო დ ნ ა ს, რ-იც აზროვნების პროცესში იჩენს ხოლმე თავს და, რ-იც „აზრის“ სახელწოდებითაა ფს-გიაში შემოტანილი (დ. უზნაძე). ა. გაანალიზებული ზოგადი წარმოდგენაა (ვ. ვუნდტი); გაშუალებული და განზოგადებული ცოდნაა საგანზე (ს. დ. რუბინშტეინი).
2. ფილოს-ში ა. ყოველი საგნის არსის წვდომაა, ცოდნაა.
3. ხელოვნებაში ნაწარმოების მთავარ, ძირითად იდეას ნაწარმოების ა. ეწოდება.
4. ყოველდღიურ მეტყველებაშიც მოვლენების და ქცევის შეფასებითი თვალსაზრისი აზრს გულისხმობს. მაგ., უაზრო მოქმედება, აზრიანი სიტყვა-პასუხი და სხვა.
ყველა ამ 4 სხვადასხვა თვალსაზრისით ა. ფაქტობრივად საგანთა და მოვლენათა შორის უზოგადესის და არსებითის წვდომას გულისხმობს, რაც თვალსაჩინო შინარსის სახით არ წარმოიდგინება.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |