![]() |
![]() | |
წარმოდგენის თავისებური სახე. არიან ად-ნები, რ-თაც რაიმე საგნის ან სიტუაციის მოგონება ჩვეულებრივ წარმოდგენას კი არ აღუძრავს, არამედ იწვევს მათში ამ საგნის კვლავ აღქმისებურ ხილვას, ხატს, ვითომ საგანი მათ წინაშე კვლავ რეალურად არსებობდეს. ე. .ხ-ს შინაარსის დასაზუსტებლად უნდა გამოვყოთ იგი მოსაზღვრე სამი ფენომენიდან: აღქმიდან, წარმოდგენიდან და მხედველობის თანამიმდევრული კვალიდან.
1. ე. ხ-ს აღქმის სიცხადე ახასიათებს; სუბ. ხედავს სივრცეში თავის მოგონების საგანს ისე, როგორც ეს აღქმის შემთხვევაში ხდება და ეს უშუალო ხილვა ანიჭებს მიღებულ ხატს აღქმისებურ გამოკვეთილობას და სიცხადეს. მაგრამ აღქმა ის მაინც არ არის. რადგან აღქმის ძირითად ნიშანს — საგნის ამჟამად მოცემულობის განცდას აქ ადგილი არა აქვს, და ეს ფაქტი თვით სუბიექტის ცნობიერებაშიც არის ასახული: სუბ-მა იცის, რომ საგანი ნამდვილად მის წინაშე არ არის, თუმცა ხედავს მას.
2. ე. წ., ისე რ-რც წარმოდგენა, თუმცა კი მოგონებითაა გამოწვეული, მაგრამ იგი არც წარმოდგენაა, რადგან იგი საგნის რეალური ხილვის სიცხადით განიცდება. საგნის ხატში სუბ. ამჩნევს ისეთ უმნიშვნელო დეტალებსაც კი, რ-თა მოტანა წარმოდგენას არ შეუძლია, მათი დადასტურება მხოლოდ უშუალო ხილვის პირობებში შეიძლება. წარმოდგენა კი, ჩვეულებრივ, ნანახის და განცდილის გაფერმკრთალებული და დაპატარავებული სახეა.
3. ე. ხ. გვაგონებს მხედველობის თანამიმდევარ კვალს: ისიც, როგორც თანამიმდევარი კვალი, საგნის აღქმის შემდეგ კვლავ ჩნდება სივრცეში მხედველობის ველში, მაგრამ ე. ხ. მხედველობის კვალისაგან მაინც განსხვავდება: ა/ იგი არასოდეს არ გადადის შემავსებელ ფერში, იგი ყოველთვის იმავე ფერისაა, რა ფერისაც იყო თავიდან აღქმის დროს; ბ/ თანამიმდევრული კვალი ემერტის კანონს ემორჩილება, ე. ი. კვალის სიდიდე პირდაპირპროპორციულია საპროექციო მანძილთან /იხ. ემერტის კანონი/, ე. ხ. კი საპროექციო მანძილის გავლენას არ განიცდის. ამრიგად, ე. წ. არც აღქმაა, არც წარმოდგენაა და არც მხედველობითი კვალი, თუმცა ყველა მათთან საერთო აქვს: იგი მათთან ახლო მდგომი "მეხსიერებისკენ“ გარდამავალი ფენომენია.
რ-რც მეხსიერების მოვლენა, ე. ხ. განვითარებულ, ჩვეულებრივ მეხსიერებაზე უფრო დაბალ, პრიმიტიულ ფორმად ითვლება.
ე. ხ-ტის ნებისმიერი გამოწვევა არ შეიძლება. ზრდადამთავრებულ ად-ნებში იგი გამონაკლისის სახით გვხვდება. გავრცელებულია ბ-ვობის ასაკში, რის გამო მას ასაკობრივ მოვლენადაც კი თვლიან. დადასტურებულია, რომ ე. ხ-ზე უარყოფითად მოქმედებს კალციუმი, კალციუმის ზემოქმედება სპობს ეიდეტურ მოვლენას. ამიტომ მისი გავრცელებულობა გეოგრაფიულ პირობებზედაცაა დამოკიდებული: სადაც სასმელი წყალი მდიდარია კალციუმით იქ ე. ხ-ს ადგილი არა აქვს. კალციუმის ნაკლებობა ორგანიზმში ე. ხ-ს გამომწვევი ფაქტორია.
ე. ხ. პირველად ავსტრიელმა ექიმმა, ოფთალმოლოგმა, ვ. ურბანჩიჩმა აღმოაჩინა /1907 /. ექსპერ-ულად კი იგი იკვლია გერმანელმა ფს-გმა ე. იენშმა /1911 / და დაადასტურა ეიდეტიკოსთა ორი განსხვავებული ტიპი: ტეტანოიდური და ბაზედოვოიდური. „ტეტანოიდური" ტიპის ე. ხ. ტლანქია, უძრავი და იძულებით ხასიათს ატარებს, რამდენადაც მისი არც გამოწვევა და არც გაქრობა სუბ-ის ნებაზე დამოკიდებული არ არის. „ბაზედოვოიდური“ ტიპის ხატი კი, პირიქით, უფრო მოძრავია, სუბ-ის ნებას ადვილად ემორჩილება: ასეთ ტიპის ეიდეტიკოსს შეუძლია ხატი ნებისმიერად გამოიწვიოს, შეცვალოს ან გააქროს.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |