ერთ–ერთი სახის ექსპერ. ფს-გიაში. მას მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა ნამდვილი პირდაპირი ექსპერ-ის დაყენება და ნამდვილი განცდის თვითდაკვირვება შეუძლებელია ა. ე–ს შემდეგნაირად აყენებენ: ცპ წარმოიდგენს რაიმე სიტუაციას და იმას, თუ როგორ მოიქცეოდა ის ამ სიტუაციაში. ამავე დროს აკვირდება თავის განცდების მიმდინარეობას. რასაკვირველია, ა. ე. განცდის სრული წვდომის შესაძლებობას არ იძლევა და სრულფასოვანი ექსპერ-ის ადგილის დაკავება არ შეუძლია, მაგრამ გარკვეული დადებითი მნიშვ. მას მაინც აქვს, როცა საკითხი მეთოდს, ცდის დაყენებას და ცპ-თათვის ინსტრუქციის შერჩევას ეხება ( გ. ე. მიულერი).
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694