A E

ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ექ ეჭ
ელა ელე

ელემენტის ფსიქოლოგია

მიმართულება ფს-გიაში. ცდილობს გამონახოს ისეთი ელემენტარული განცდა, რ-სგან ფს-კურ განცდათა სამი კლასი–აზროვნება, ნებელობა, გრძნობა აიგება. ის ვარაუდობს, რომ მიუხედავად განცდათა ამ კლასებს შორის არსებული სხვაობისა, მაინც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ისინი ერთი და იგივე „საშენი მასალისაგანაა“ აგებული. ამ საკითხზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს:

1 არიან ფსიქოლოგები /ჰ. მიუნსტერბერგი, თ. ციჰენი, რ-თაც ადამიანის ფს- კის მთელი შინაარსი ერთადერთი ელემენტარული განცდიდან გამოჰყავთ; მათი აზრით, ასეთ ელემენტს შეგრძნება წარმოადგენს. განცდების სამივე კლასი /შემეცნება, გრძნობა, ნებელობა/ შეგრძნებების ამა თუ იმ კომბინაციით აიგება.

2. ზოგი ფს-გის აზრით, ორი ელემენტარული განცდა უნდა არსებობდეს–შეგრძნება და მარტივი გრძნობა, რ-თაგან ად-ნის მთელი სულიერი ცხოვრება აიგება /ე. ვუნდტი/.

3. დაბოლოს, არსებობს ისეთი შეხედულებაც /ნ. ახი/, რ-ის თანახმადაც შეგრძნებასა და მარტივ გრძნობას კიდევ უნდა დაემატოს ნებელობის ელემენტარული პროცესი. ამრიგად, გამოდის რომ თითოეული ფს-კური კლასი საკუთარი სპეციფიკური ელემენტარული მასალისაგან აიგება.

ფაქტია, რომ ად-ნის ფს-კურ ფენომენთა სამკვიდრო სამ ურთიერთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ჯგუფს წარმოადგენს /აზროენება, გრძნობა, ნებელობა/, ამიტომ ძნელია დავეთანხმოთ შეხედულებას, რომ თითქოს ყველა მათ ერთი ელემენტარული განცდა უდევს საფუძვლად.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9