ფს-კურ მოვლენათა ერთ-ერთი ძირითადი კლასი; გრძნობის სხვადასხვა ჯგუფის საერთო სახელწოდება. საკუთრივ. ე. მაინც ძლიერი ინტენსივობის მქონე გრძნობითი განცდების სიამოვნება–უსიამოვნების/ გამომხატველად ითვლება. ე-ურ მდგომარეობაში გრძნობითი განცდა სულიერი მღელვარების უფრო მაღალ დონეს აღწევს და უფრო მწვავე და სწრაფი მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე ჩვეულებრივი, ადეკვატური რეაქციის გრძნობა. ძალიან დიდი სიძლიერის ე. აფექტში გადადის და ამ სახელწოდებითაა ცნობილი /იხ. აფექტი/.
ძლიერი ე. იწვევს ფს-კურ ფუნქციათა მოქმედების შეცვლას /მეხსიერების ჩავარდნა, აზრების არევ-დარევა/, რის შედეგად პიროვნების რეაქციები ნაკლებ ადეკვატური და არამიზანშეწონილი ხდება. ასეთი სახის ე-ას თან სდევს ნეირო-ვეგეტატიური ფუნქციის ჰორმონალური მოქმედების მოშლა, რაც იწვევს სხეულებრივი მოძრაობების ორგანული და სეკრეტორული რეაქციების ღრმა ცვლილებებს /მიმიკა, პანტომიმიკა, გულისცემა, სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, ცრემლთადენა, ოფლიანობა და სხვა/ იხ. ჯემზ-ლანგეს თეორია/. ზოგი მკვლევარი ე-ას ყველა გრძნობაზე ავრცელებს, ყოველ გრძნობას შეუძლია ე-ის დონეს მიაღწიოს, თვით „ინტელექტუალურ გრძნობებსაც" კი, ზოგი კიდევ მას რამდენიმე გრძნო-ბით საზღვრავს /იხ. გრძნობა/.