A E

ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ექ ეჭ
ემე ემო ემპ

ემპირიზმი

Gk. empeiria გამოცდილება

1. ფილოს. მიმართულება, რ-ის თანახმად, სინამდვილის შემეცნების წყაროს მხოლოდ გამოცდილება, ემპირია წარმოადგენს, ე. ი. ის, რაც ად-ნს გარესამყაროს ზემოქმედების შედეგად შეგრძნებებისა და აღქმების სახით ეძლევა. აზროვნება, ე-ის შეხედულებით, მხოლოდ ამ შეგრძნებების და აღქმების საფუძველზე აიგება და მისი სისწორის კრიტერიუმსაც ეს ემპირია, გამოცდილება წარმოადგენს. თუ აზროვნების პროდუქტი ეთანხმება გრძნობად მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ აზროვნება ჭეშმარიტებას ასახავს.

2. ფს-გიაში — მიმართულება, რ-იც ფს-კის ფორმირებისა და განვითარების ერთადერთ ფაქტორად გამოცდილებას თვლის, საწინააღმდეგოდ „ნატივიზმისა“, რ-აც ასეთ ფაქტორად თანდაყოლილობა მიაჩნია. /იხ. ნატივიზმი და გენეტიზმი/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9