მეც. ცნობიერების მოვლენების შესახებ, წარმოიშვა მე-18 მე-19 ს-ში. თავის საკვლევ საგნად მიიჩნევდა არა სულს, რ-ის არსის ძიება მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის საქმედ ითვლებოდა, არამედ რეალურად მოცემულ მოვლენებს: ად-ნის განცდებს - წარმოდგენებს, აზრებს, გრძნობებს, სურვილებს და, საზოგადოდ, ცნობიერების ფაქტებს, რ-რც ემპირიულად არსებულ სინამდვილეს.
ვინაიდან ე. ფ-ის თანახმად ყოველი განცდა, ფს-კური მოვლენა მხოლოდ შინაგან გამოცდილებაში გვეძლევა, უშუალოდ შინაგანი დაკვირვებით ანუ ინტროსპექციით მიიწვდომება, ამიტომ იგი ისტორიულად „ინტროსპექტრული ფს-გიის“ სახელითაცაა ცნობილი /იხ. ინტროსპექტული ფსიქოლოგია/.