A E

ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ექ ეჭ
ენა ენგ ენდ ენტ

ენა

ად-ნთა ურთიერთობის საშუალება, შესაძლებელს ხდის ად-ნთა შორის კავშირის დამყარებას, წარმოადგენს აზროვნების იარაღს, წარმოქმნილია საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველზე და რ-რც სოც. მოვლენა ად-ნის სპეციფიკურობას შეადგენს, განსაზღვრავს და გამოყოფს ად–ნს ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან. ე. არის „დინამიკური სისტემა ნიშნებისა, რ-ლებიც იხმარება ადამიანთა ურთიერთობის, გაგებინების საშუალებად... ჩვეულებრივ მიუთითებენ ე-ის ორ სხვა ფუნქციაზე. ე. აზროვნების იარაღია, მას გარკვეული შინაარსის გადმოცემა, ობიექტივაცია ეკისრებაო" /არნ. ჩიქობავა/. ეს სამი ფუნქცია ენისა: საკომუნიკაციო, ექსპრესიული, და სიგნიფიკაციური ე-ის აუცილებელი კომპონენტებია, რ-თაგან ერთი მეორეზეა დამოკიდებული.

ად-ნთა ურთიერთობა გაგებინებას გულისხმობს, რომ სიტყვის მიერ რაღაც შინაარსია მოტანილი და მისი გაზიარება უნდა მოხდეს. აზრის, შინაარსის შეტყობინების გარეშე „გაგებინება“ ვერ მოხერხდება, „გაგებინების“ გარეშე კი ურთიერთობა უმიზნო ხდება. აზროვნების ფუნქციას ვერ დავაშორებთ საკომუნიკაციო ფუნქციას და, პირიქით. ხოლო განვითარების თვალსაზრისით ამათგან წამყვანი კომუნიკაციის ფუნქციაა. ე. წარმოიშვა საერთოშრომის პირობებში /იხ. მეტყველება/.

ენა მემკვიდრეობით გადაეცემა თაობიდან თაობას. ე. მთელი ხალხის, ერის ქმნილებაა. „ხალხი, ერი ვერ დარჩება იმავე ხალხად, ერად, თუ დაკარგა თავისი ე. : ე. ხალხის მეობის ძირითადი ნიშანია. ეს მანამდე ითვლება ცოცხალ ე-ად, სანამ მას ხმარობენ ურთიერთობის საშუალებად. თუ მას ეს დანიშნულება მოეშალა, იგი მკვდარია. კლასიკური ლათინური, იულიუს კეისარისა და ციცერონის ე., შესანიშნავად დამუშავებული ე., მკვდარი აღმოჩნდა,როცა დაკარგა საკომუნიკაციო ფუნქცია. დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია ე-ს, როგორც აზროვნების იარაღს, თუ მას ურთიერთობის საშუალებად აღარ ხმარობენ: რა ენაზედაც საუბრობენ, იმ ენაზე იწყებენ აზროვნებასაც. ექსპრესიული ფუნქცია დამოკიდებულია საკომუნიკაციოზე“ /არნ. ჩიქობავა/. ე-ის საკომუნიკაციო ფუნქცია ე-ის არსებობის პირობაა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9