A E

ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ექ ეჭ
ენა ენგ ენდ ენტ

ენდოთიმური საფუძველი

Gk. endon შიგნით

ფ. ლერშის მიერ შემოღებული ტერ. მისი ანთროპოლოგიური თეორიის თანახმად, პიროვნების შინაგანი აგებულება ვერტიკალურ-ფენობრივი წყობისაა, ყველაზე ძველი ქვედა ნაწილი ძირითადი ენდოთიმური ფენაა, რ-მაც მან ე.ს. /Endothymer grund / უწოდა. ყველაზე უახლეს ზედა ფენას გონება და ნებელობა ემყარება.

ე. ფენა, ფ. ლერმის შეხედულებით, ად-ნის სასიცოცხლო, ინტიმური შინაარსების საფუძველი და მატარებელია, იგი ინსტინქტების, „სიცოც ხლის გრძნობისა" და თვითგრძნობის წყაროა. სიცოცხლის ძირითადი განწყობილებები, ე. წ. „მიმართულობის" გრძნობები, მოლოდინი, იმედი, სიხარული, მწუხარება და საზოგადოდ მთელი გრძნობით-აფექტური სფერო და თვით სიცოცხლის დინამიკის გრძნობა ე. ს-ლიდან წარმოიშობა. „სულიერი ცხოვრება ე. ს-ლიდან იღებს თავის შემოქმედებით დინამიკას და თავის თემატიკის შინაარსს“ /ლერში/. რაც უფრო ახლოა ფს-კური მოვლენა ე. ს-თან, მით უფრო ახლო დგას იგი „სიცოცხლის გრძნობასთან“ და მით უფრო მოკლებულია ცნობიერებას; რაც უფრო დაშორებულია ფს-კური მოვლენა ე. ს-ს და მიახლოებულია ზედაპიროვნულ კოგნიციურ სფეროს /იხ. პიროვნული ზედნაშენი/, მით უფრო მოკლებულია იგი თვით გრძნობას „სიცოცხლის გრძნობას“/ და მით უფრო ცნობიერია იგი. მართალია, ე. ს. დაპირის-ა ზედაპიროვნულ ფენასთან /გონება, ნებელობა/, მაგრამ ეს დაპირის. ლერშთან წინააღმდეგობაში არ გადადის როგორც მაგ., ლ. კლაგესთან, რ-თანაც სიღრმის ფენები კონფლიქტურადაა დაპირისპირებული გონით ფენასთან/. ლერშთან ე. ს. და ზედა ცნობიერი, კოგნიციური სფერო ინტეგრირებულია ერთიან და მთლიან პიროვნებაში /იხ. „სიცოცხლის გრძნობები“/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9