რაც თავის თავში შეიცავს მიზანს, რაც დასრულებულია, დამთავრებულია —არისტოტელეს ფილოს-ის ძირითადი ტერ. არისტოტელე სულს სიცოცხლის პრინციპად და მოქმედების მიმმართველ ძალად თვლიდა და, როგორც ასეთს მას ორგანიზმის პირველე-ად მიიჩნევდა. ე-ში გულისხმობდნენ პოტენციურად არსებული მიზნის განხორციელებას, არსის შინაგანი სასიცოცხლო ძალის გამოვლენას.
ე-ის ცნებას იყენებდნენ სქოლასტიკაშიც. ახალ ფილოს-ში გ. ლაიბნიცი მონადას ე-ად თვლიდა. ე-ის ცნებას იყენებდა ახალ დროში ჰ. დროში /1867 — 1941 | „ფსიქოიდის“ სახელწოდებით /იხ. ფსიქოიდი/.