A E

ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ექ ეჭ
ეპი

ეპილეფსია ანუ ეპილეფსიური დაავადება

Gk. epilepsia უეცარი შეჩერება, გულყრა

მძიმე, ქრონიკული დაავადება. ახასიათებს პერიოდული გულყრები კრუნჩხვებითა და ცნობიერების დაკარგვით/ე. წ. დიდი გულყრა grand mal / ან ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა კრუნჩხვების გარეშე / ე. წ. მცირე გულყრა — petit mal / ან ავადმყოფური მდგომარეობანი, რ-თაც ეპილეფსიის ეკვივალენტებს უწოდებენ. ამ უკანასკნელთ მიეკუთვნება: ცნობიერების ბინდისებური აშლა; გუნება-განწყობილების უმიზეზო შეტევისებური შეცვლა, რ-ის დროსაც ავად. სევდანარევი აგზნების მდგომარეობაშია /ე. წ. დისფორია/ და ამბულატორიული ავტომატიზმები. აღნიშნული მდგომარეობანი ან გულყრის შემცვლელის, მისი ეკვივალენტის სახით ვლინდებიან, ან წინ უსწრებენ ან თან სდევენ გულყრას. ე-ის შემთხვევაში თანდათან ვითარდება ხასიათის სპეციფიკური ნიშნები /ეპილეფსიური ხასიათი/ და პიროვნების ტიპური ცვლილებები, რ-იც არაიშვიათად ჭკუასუსტობით მთავრდება. რიგ შემთხვევაში, დაავადების მიმდინარეობის ცალკეულ ეტაპებზე, აღინიშნება ფსიქოზური მოვლენები /ეპილეფსიური ფსიქოზი/.

ე-ის ეტიოლოგია არაა საბოლოოდ დადგენილი. ე-იური დაავადებებისაგან, რაც „გენუინურ, კრიპტოგენურ, იდიოპათიურ“ ეპილეფსიასაც უწოდებენ, განასხვავებენ ე. წ. სიმპტომურ ანუ მეორადე-ს. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება სხვადასხვაგვარი ეტიოლოგიის ვადებანი, რომელთა მიმდინარეობაშიც თავს იჩენს ეპილეფსიური გულყრები /თავის ქალის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნე, თავის ტვინის ინფექციური დაავადებანი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი და სხვა/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9