Gk. Erōs სიყვარულის ღმერთი ბერძნულ მითოლო-გიაში: სიყვარულის, სქესობრივი სწრაფვის სიმბოლო. თანამედროვე გაგებით იხმარება ფართო მნიშვნელობითაც, გულისხმობს: მისწრაფებას, აღტყინებას ყოველი სულიერ-გონითი შემოქმედებისადმი, მეცნიერებისადმი, ხელოვნებისადმი და სხვა. ამ გაგებით იგი ნიშნავს სიცოცხლისაკენ სწრაფვას, სიცოცხლის სიყვარულს.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.