![]() |
![]() | |
ფს—გიაში ინტელექტუალური აქტი, როდესაც სამოქმედო სიტუაციის დაძლევა ინსტინქტური, ავტომატიზებულის, ჩვეულებრივად ქცეული მოქმედების ან დასწავლილი ქცევის გზით ვერ ხერხდება, მაშინ ად-ნი დროებით წყვეტს დაწყებულ მოქმედებას და ითვალისწინებს ახლად წამოჭრილი პრობლემური სიტუაციის გადაჭრის მიზანშეწონილ ხერხებს. იმას, რაც ად-ნის ფს-კაში ამ პაუზის ანუ მოქმედებს შეწყვეტის განმავლობაში ხდება – ანალიზი, შედარება, განყენება, გამორიცხვა, გაგება, დასკვნა და სხვა შემეცნებითი აქტები - ა.ეწოდება. ა. პრობლემური სიტუაციის დაძლევა და გადაჭრაა, ამიტომ იგი შემეცნებითი ფს-კური მოვლენების ჯგუფს განეკუთვნება. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე შეგრძნება, აღქმა, წარმოდგენა (იხ. ფსიქიკურ მოვლენათა კლასიფიკაცია). მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ შეგრძნება, აღქმა და წარმოდგენა მხოლოდ კონკრეტული საგნების, მოვლენების და მათ შორის არსებული თვალსაჩინო მიმართების ასახვას იძლევა; ა. კი საგანთა და მოვლენათა შორის ისეთ რთულ დამოკიდებულებებს, მიმართებებსა და კავშირებს ასახავს, რ-ებიც თვალსაჩინოდ არ არის მოცემული (მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება, იგივეობა, მსგავსება, განსხვავება).
ა. შეგრძნების, აღქმისა და წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია. იგი სენსორულ შინაარს ემყარება და სინამდვილეში არსებული რთული მიმართების წვდომას მათი გადამუშავების საფუძველზე ახერხებს. ამ მხრივ ა. სინამდვილის ასახვის მაღალ საფეხურს წარმოადგენს.
ა–ის პროცესისათვის დამახა: პრობლემის დასმა, აქტიურობა, დეტერმინაციის ტენდენცია, მიმართების წვდომა, ტრანსპოზიცია.
1. პრობლემის დასმის გარეშე ა. არ არსებობს. ყოველი ა-პასუხია რაღაც კითხვაზე, ამოცანაზე, რ-იც სუბ-ის წინაშე ჩნდება. ამოცანა კი იქ ჩნდება, სადაც მოცემული სიტუაცია რაღაც ახალსა და უცნობს შეიცავს, რაც სუბ-ში იწვევს თავისებურ ინტელექტუალურ ემოციას გაკვირვებას. ა. ყოველთვის გაკვირვებით იწყება. ა-ის პროცესი დაკავშირებულია დაძაბულობის გრძნობასთან, რ-იც გრძელდება მანამდე, სანამ პრობლემის გადაწყვეტასთან ერთად თავს იჩენს ე. წ. „აჰა“ განცდის მდგომარეობა. (იხ. აჰა განცდა). ეს უკანასკნელი პრობლემის გადაწყვეტის პროცესში წარმოიშობა და სუბ-ის დაძაბულობის გრძნობას, რ-იც თან სდევს ა-ს, შვების ანუ დამშვიდების გრძნობით ცვლის.
2. ა-ის პროცესი სუბ-ის აქტივობით ხასიათდება. თვით პრობლე მის დასმა ნიშნავს იმას, რომ სუბ. აქტიურია: გამოაქვს გადაწყვეტილება გადაჭრას პრობლემა და იწყებს ამ მიმართულებით მოქმედებას. ა-ის პროცესში სუბ. რიგ დაბრკოლებებს ეჯახება, რ-თა დაძლევა ნებელობის მონაწილეობას მოითხოვს. ა. დროში გაშლილი პროცესია; პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭიროა, სუბ-ტს ამოცანა ანუ პრობლემა ყურადღების ცენტრში ჰქონდეს. ყურადღების ოდნავი გადახრა პრობლემიდან ფაქტიურად ამ პრობლემის დაკარგვას ნიშნავს და, მაშასადამე, ა-ის შეწყვეტას. ეს კი იმის საბუთია, რომ ა. ნებელობას ემყარება და მისი თაოსნობით მიმდინარეობს.
3. ა. მკაცრად დეტერმინირებული პროცესია იმ პრობლემით, რ-ის გადაწყვეტასაც ის ემსახურება. როცა ვაზროვნებთ, ყველა აზრი და წარმოდგენა კი არ გვიჩნდება, არამედ მხოლოდ ისეთი, რ-იც დასმული პრობლემის გადაწყვეტას ემსახურება. ამ მხრივ ა. არსებითად განსხვავდება ასოციაციისაგან, რ-აც პრობლემით დეტერმინებული ერთი მიმართულება არა აქვს.
4. ა. გადატანის ანუ ტრანსპოზიციის უნარით ხასიათდება. გარკვეული ამოცანის გადაწყვეტა სხვა ანალოგიური ამოცანის გადაწყვეტას აადვილებს.
ჩამოთვლილი ნიშნებით ა. არსებითად განსხვავდება სხვა შემეცნებითი ფს-კური პროცესებისაგან; შეგრძნება – აღქმა – წარმოდგენის რეპროდუქცია მხოლოდ გარკვეული გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად ჩნდება, სრულიად პასიურად, სუბ-ტის აქტიურობისაგან დამოუკიდებლად და არავითარ პრობლემას თუ საკითხს არ წყვეტს. ა. კი პასუხია გარკვეულ პრობლემაზე, რ-აც სუბ. შეგნებულად, თავისი მოთხოვნილების შესაფერისად აყენებს. განასხვავებენ ა-ის სამ სახეს: პრაქტიკულს, ხატოვანს ანუ თვალსაჩინოს და ლოგიკურ-ვერბალურს ანუ ცნებითს.
შეხედულება, რომ ა. პრაქტიკული მოქმედების დაბრკოლებისა და შეწყვეტის შედეგად ჩნდება, რაც იწვევს სუბ-ში შექმნილი სიტუაციის დაძლევის ახალ თეორიულ მოთხოვნილებას და, რომ ეს უკანასკნელი საფუძვლად ედება ა-ას მეცნიერებაში, ქართველ ფს-გს დ. უზნაძეს ეკუთვნის. მან მიაქცია ყურადღება, რომ ა. გენეტიკურად არის დაკავშირებული პრაქტიკულ მოქმედებასთან და მის საფუძველზე ჩნდება. ად-ნის გარემოსთან დამოკიდებულების განვითარების პროცესში იგი გამოეყო პრაქტიკულ მოქმედებას მეცნიერულ-თეორიული ა-ის სახით.
დ. უზნაძის განსაზღვრებაში ნაჩვენებია რ-ოც ა-ის წარმოშობის პირობები (პრობლემური სიტუაცია, თეორიული მოთხოვნილება), ისე მისი შემდგომი განვითარებაც მეცნიერულ-თეორიული ა–ის სახით.
ასოციაციონისტური ფსიქოლოგიის თანახმად ა. — ცნების შემუშავება, მსჯელობა, დასკვნა – წარმოდგენათა შორის ასოციაციური კავშირების დადგენით განისაზღვრება. ასოციაციური ფს-გიის თანახმად ა., რ-იც წარმოდგენათა ასოციაციას ემყარება, პასიური, მექანიკური პროცესია, მასში მოაზროვნე სუბ-ის აქტიურობა გამორიცხულია (იხ.ასოციაციური ფსიქოლოგია).
„ვიურცბურგის ფსიქოლოგიურმა სკოლამ“ ასოციაციონიზმის პრინციპი აზროვნებაში თუმცა უარყო და ა-ის არსებით ნიშნებად აღიარა პრობლემის დასმა, დეტერმინაციის ტენდენცია, არათვალსაჩინო განცდები, სუბ-ის აქტიურობა, მაგრამ აზროვნების კავშირი სუბ-ის პრაქტიკულ მოქმედებასთან და მისი „თეორიული მოთხოვნილებით“ განსაზღვრულობა, რ-რც ა-ის საწყისი პუნქტი, მათთვის შეუმჩნეველი დარჩა (იხ. ვიურცბურგის სკოლა).
გეშტალტფსიქოლოგიაში ა. მოცემული შინაარსის გადასტრუქტურება და ახალი გეშტალტის შექმნაა. პიროვნების აქტიურობას აქ ადგილი არა აქვს, რამდენადაც თვითონ ა. საერთოდ გეშტალტის კანონებს ექვემდებარება და სუბ-ის აქტიურობას გამორიცხავს.
ბიჰევიორისტულ მიმდინარეობას ფს–გიაში საერთოდ არა აქვს ა-ის თეორია. ა. მისი აზრით, იგივე რეაქციაა გაღიზიანებაზე, ოღონდ შინაგანი, უბგერო მეტყველების სახით. ბუნებრივი და აშკარაა, რომ ბიჰევიორისტულ მიმართულებას, რ-იც არ ცნობს ცნობიერების არსებობას, არც აზროვნების თეორია შეიძლება ჰქონდეს(იხ. ბიჰევიორიზმი).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |