![]() |
![]() | |
კანის მგრძნობელობის შესწავლის იარაღი. გამოიყენება: კანზე მოთავსებულ, შეხების ანუ დაწოლის შეგრძნების წერტილთა დასადგენად. ცნობილია:
ა/ მ. ფრაის ე., წარმოადგენს ლითონის მილს, რომელშიც ცხენის ძუაა გაყრილი, მისი მოძრავი ბოლო თავისი წვერით კანის ზედაპირს აღიზიანებს და შეხების შეგრძნებას იწვევს;
ბ) ხ. სპირმენის ფარგალი, რ-ის ფეხების გაშლაც შეიძლება და ურთიერთთან მიახლოებაც. ამ ე-ით იკვლევენ სივრცითი აღქმის ზღურბლს კანის მგრძნობელობის მოდალობაში.
გ/ვებერის ე., — იმავე პრინციპზეა აგებული.
ე. გამოიყენება ადამიანის დაღლილობის ხარისხის გამოსაკვლევადაც, ვინაიდან დაღლილობის დროს კანის მგრძნობელობა კლებულობს.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |