A E

ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ექ ეჭ
ესთ

ესთეტიკური გრძნობა

უმაღლესი გრძნობა, წარმოიშობა ისეთი საგნების ჭვრეტის საფუძველზე, რ-ნიც სილამაზის, მშვენიერების განცდას იწვევენ. მაგ., ასეთია ბუნების მშვენიერება, ან რაიმე მაღალმხატერული პოეტური ან მუსიკალური ნაწარმოები, ფერწერის ან ქანდაკების ნიმუშები და სხვა. ე. გ-ის სუბ-ურ მდგომარეობაში საგნის ობიექტური ვითარებაცაა ასახული, მასში ნაგულისხმევია ყოველთვის საგანში ჩაქსოვილი სახე მშვენიერებისა. ამის გამო ე. გ. დიფერენცირებული გრძნობაა /არ არის სულ მთლად შერწყმული განმცდელის მთლიან პიროვნებასთან/. მასში საგანი თავისი სპეციფიკით – მშვენიერებით~ წინაა წამოწეული.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9