![]() |
![]() | |
ბუნების სინამდვილეზე დაკვირვების ერთ-ერთი სახე. ე. არ-ის დაკვირვება ისეთ მოვლენაზე, რ-იც თვით მკვლევარის მიერ ხელოვნურად შექმნილ პირობებში არის გამოწვეული. ე-ის მთელი უპირატესობა „ბუნებრივ დაკვირვებაზე“ სწორედ აქედან მომდინარეობს, სახელდობრ :
1. მკვლევარს შეუძლია გამოიწვიოს დაკვირვებისათვის ნავარაუდევი მოვლენა და დააკვირდეს იმდენხანს და იმდენჯერ, რამდენხანსაც და რამდენჯერაც ეს საჭიროა მისი მიზნისათვის. ასეთი დაკვირვება ამოწმებს, აკონტროლებს და აზუსტებს შესამეცნებელ ობიექტს.
2 . ე-ული დაკვირვების საგანი „ბუნებრივ დაკვირვებას“ არასოდეს არ ეძლევა. ამიტომ მისი სრული წვდომა მხოლოდ ე-ის საშუალებით შეიძლება. ყოველი ახალი ე. ახალი ფაქტის აღმოჩენაა. ე. განუწყვეტლივ ამდიდრებს ჩვენს ცოდნას სინამდვილეზე, მაგ., „ბუნებრივი დაკვირვებიდან“ ვიცით, რომ მზის სინათლე სითბოს წყაროა, მაგრამ, რომ ის რთული შედგენილობისაა და შვიდი ფერადი სხივისაგან შედგება, ეს ფაქტი „ბუნებრივ დაკვირვებაში არასოდეს არ გვეძლევა და მის არსებობას ბუნებაში მხოდოდ ე-ით ვწვდებით.
3. მოვლენის განზრახ გამოწვევა მისი პირობების ნებისმიერი ვარიაცია მისი მიმდინარეობის /დიანამიკის კანონზომიერების დადგენის საშუალებას იძლევა. ე-მა ბუნებისმეტში დაადასტურა, რომ ყოველი სხეული სითბოს ზეგავლენით ფართოვება, რომ სხეულის გაფართოების სიდიდე გახურების ხარისხზეა დამოკიდებული და რომ მყარი სხეულებიდან ზოგი მეტად ფართოვდება {თითბერი / და ზოგი– ნაკლებად (მინა/, რომ სითხეები უფრო მეტად ფართოვდება, ვიდრე მაგარი სხეული, ხოლო გაზები – ორივეზე მეტად. აღნიშნული მოვლენები ე-თაა აღმოჩენილი.
ე. ფს-გიაში სრულებით ანალოგიურია ე-ისა ბუნებისმეტყვ. მაგ., ის ფაქტი, რომ მიღებული შთაბეჭდილებიდან ზოგი გვახსოვს და ზოგი გვავიყდება, ეს ყველამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, მაგრამ დახსომებისა და დავიწყებს პროცესებს გარკვეული კანონები რომ მართავს ეს უბრალო დაკვირვებაში არ ჩანს და ცოდნას ამის შესახებ მხოლოდ. ე. იძლევა.
ყოველი ე. ფს-გიაში, რ-რც ე, ყველა იმ ნიშნის მატარებელია, რაც ზემოთ საბუნებისმეტყვ. ე-ის ანალიზმა გვიჩვენა. ე. ი. ფს-კური სინამდვილის კვლევის სფეროშიც ე. მკვლევარის მიერ განზრახ გამოწვეული. მოვლენის დაკვირვებაა, ისეთი მოვლენისა, რ-იც „ბუნებრივ დაკვირვება-ში“ არასოდეს არ შეიმჩნევა და რ-ის ყოველ მხრივ შესწავლის საშუალე-ბას მისი მრავალჯერ გამეორება და ცვალებად პირობებში ე-ული დაკვირ-ვება იძლევა.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |