A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აზრ

აზროვნების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია

შეისწავლის აზროვნების პროცესს. გამოთქმა ა. ე. ფ., რ-ოც ტერმ. შემოტანილია ფს-გიაში ო. კიულპესა და მისი მოწაფეების მიერ (ვიურცბურგის სკოლა). ამ გამოთქმით ისინი აღნიშნავდნენ აზროვნების პროცესების ექსპერიმენტულ კვლევას. მათ უჩვენეს, რომ აზროვნება არ დაიყვანება ასოციაციის პროცესებზე, მასში გარდა თვალსაჩინო შინაარსისა (შეგრძნება, აღქმა, წარმოდგენა) მონაწილეობენ არათვალსაჩინო განცდები, რომ აზროვნების პროცესში ეს უკანასკნელი უმთავრეს როლს ასრულებს, რომ აზროვნება პრობლემით დეტერმინებული პროცესია (იხ. აზროვნება).

აზროვნებას გარდა ფს- გიისა, შეისწაელის ლოგიკაც და გნოსეოლოგიაც, ამდენად, ის ფილოს-ის კვლევის საგანიცაა, მაგრამ აზროვნების ფს-გიისა, ლოგიკისა და გნოსეოლოგიის თვალსაზრისები განსხვავებულია. ფს- გია შეისწავლის აზროვნებას რ-რც ბუნებრივი ფს-კური განცდის პროცესს მის მიმდინარეობაში, მისთვის ყოველი აზროვნება სწორი თუ არასწორი, ერთნაირად საინტერესოა. ლოგიკა მხოლოდ ფორმალურად სწორ აზროვნებას იკვლევს. გნოსეოლოგიას აზროვნების ჭეშმარიტება-მცდარობა აინტერესებს. აზროვნების არსს (როგორ არის?) ფილოს. იკვლევს, ხოლო აზროვნების განცდას (რ-რ განვიცდით?) –ფს-გია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9