Gk. e k-გან და stasis მდგომარეობა, თავის თავის გარეთ ყოფნა აგზნებული მდგომარეობა უმაღლესი ხარისხით, ესაზღერება შეშლილობას. ე-ს მდგომარეობაში ად-ნი ნეტარებას განიცდის, უკიდურესად აღფრთოვანებულია, მოწყვეტილია სინამდვილეს, საკუთარი ფანტაზიის სახეებს სინამდვილედ მიიჩნევს; . აქვს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები. ხშირად რელიგიური განცდის საფუძველზე წარმოიშობა. რელიგიურ ე-ში მყოფთ სწამთ, რომ შეუერთდნენ უმაღლეს არსებას — ღმერთს. დამახ. სექსუალურ ემოციასთან მჭიდრო კავშირი.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.